თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ კორტების სპეცოპერაციასთან დაკავშირებით საქმის არსებითი განხილვა ერთი საათის დაგვიანებით დაიწყო. ამის მიზეზი, გახდა ის, რომ რიგითი სპეცრაზმელები, რომლებიც აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულები არიან სასამართლოში საპატიმროდან დროულად ვერ გადმოიყვანეს.
პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეები დაიკითხებიან.
შეგახსენებთ, კორტების საქმეზე დაკავებული 11 პირი იყო. დაკავებულების - ფირცხალავას, ნაკანის, ბეროძის, ცააძისა და კვინიკაძის საქმე ერთად განიხილება, დანარჩენი 6 სპეცრაზმელის კი - ცალკე.