თბილისის საქალაქო სასამართლოში, ყოფილი პრემიერის ზურაბ ჟვანიას საქმეზე, დღეს ორი მოწმე - ჟვანიას პირადი ექიმი და პირადი დაცვის წევრი დაიკითხა. როგორც საქმის პროკურორმა ზვიად გუბელაძემ პროცესის შემდეგ განაცხადა, ჩვენებებით დადასტურდა, რომ ჟვანიას დზაიანება, ან ჯანმრთელობის პრობლემა გარდაცვალებამდე არ ჰქონია.
მისივე თქმით, ზურაბ ჟვანიას მარტო დატოვება კატეგორიულად ეწინააღმდეგება დადგენილ წესებს.
,,დაცვის წევრებმა, კობა ხარშილაძემ და მიხეილ ძაძამიამ დაარღვიეს შესაბამისი ინსტრუქციებით გაწერილი წესები და მარტო დატოვეს პრემიერი, რამაც გამოიწვია მისი გარდაცვალება", - განაცხადა პროკურორმა.
რაც შეეხება დაცვის მხარის ადვოკატს ბექა ბასილაიას, როგორც იგი აცხადებს, ჟვანიას პირადი დაცვის წევრმა ჩვნებით დაადასტურა, რომ ჟვანიას პირად ცხოვრებაში არის ფრაგმენტები, რომელზეც საჯაროდ საუბარი არ სურს.
,,მან დაადასტურა, რომ ჟვანიას პირად ცხოვრებაში არის ფრაგმენტები, რომელზეც საჯაროდ საუბარი არ სურს. მან ასევე დაადასტურა, რომ არც ერთი დასაცავი პირის, არც პრეზიდენტის, არც პრემიერის, არც სხვა მაღალი თანამდებობის პირის სახლში ან რაიმე ობიექტში გამათბობელი არასდროს შემოწმებულა", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.
აღნიშნულ საქმეზე სასამართლოში 29 ივლისს, 11:00 საათზე განახლდება.