"სააკაშვილის თავში ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ისევ შეეცდება განახორციელოს ის, რისი მცდელობაც 2004 წელს ჰქონდა", - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს დელეგაციის წევრის, პარლამენტარ გიორგი გაბაშვილის შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
"გულახდილად გიპასუხებთ, რომ ჩვენ აღიარებს არ ვყიდულობთ. არ დავდიოდით მსოფლიოში და არ ვეხვეწებოდით ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, ეს რესპუბლიკები ეღიარებინათ. რუსეთმა ეს გადაწყვეტილება სურვილის წინააღმდეგ მიიღო. როცა კოსოვო აღიარეს, მაშინ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას არ აპირებდა, მაგრამ მოგეხსენებათ, 2008 წლის აგვისტოში რაც მოხდა. სააკაშვილის თავში ომი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ისევ შეეცდება განახორციელოს ის, რაც 2004 წელს უკვე სცადა. მაშინ მას საკმარისი იარაღი არ ჰქონდა და ამის გამო სწრაფად შეაჩერეს. 2008 წელს კი იგივე გაიმეორა, ამ დროს უკვე პარტნიორების მხრიდან საკმარისი შეიარაღება ჰქონდა", - აღნიშნა ლავროვმა.
ქართველმა დეპუტატმა რუსეთის პირველ დიპლომატს ჰკითხა, აპირებს თუ არა რუსეთი ნიკარაგუასა და ვენესუელას მსგავსად აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა სხვა ქვეყნებისგან "იყიდოს". "თქვენი გამოსვლიდან ირკვევა, რომ არ აპირებთ ევროსაბჭოს პატივი სცეთ და აღიაროთ ოკუპაცია", - აღნიშნა გაბაშვილმა.