ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეთან დაკავშირებით საქალაქო სასამართლოში დღეს მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომაზე ბრალდების მხარე მოწმეებს წარადგენს. ნაფიცი მსაჯულები კი განაჩენს დაახლოებით ერთ თვეში გამოიტანენ. გამოძიება ექსპრემიერის დაცვის სამსახურის წევრებს, კობა ხარშილაძესა და მიხეილ ძაძამიას სამსახურეობრივ გულგრილობას ედავება, რამაც ყოფილი პრემიერის სიკვდილი გამოიწვია.