ბათუმში მომხდარი ავარიის შედეგად, ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. შემთხვევა აეროპორტის გზატკეცილზე მოხდა.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე ექიმი რუსუდან ცისკარიძე ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ 30 წლამდე მამაკაცი ადგილზე იყო გარდაცვლილი, თუმცა გარშემო მყოფების თხოვნით, იგი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმის თქმით, მამაკაცს ქალა-ფუძის მოტეხილობა აღენიშნებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე საქმე აღიძრა 276-5 მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის უსაფრხოების წესების დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.