თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოში „თიფლის ბიზნეს ცენტრის“ წარმომადგენლების გია გელაშვილის და პაატა მესხიშვილის დაკითხვა აფაქიძის №13 შენობის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. პოლიციის შენობიდან გამოსულმა გია გელაშვილმა „2030“-ის ჟურნალისტს მომხდართან დაკავშირებით მოკლე კომენტარი მისცა და განაცხადა, რომ მშენებლობის უსაფრთხოების ნორმები ყველანაირად დაცული იყო.
„უსაფრთხოების ნორმები დაცული იყო. გამოძიება იტყვის თავის პასუხს“, - განაცხადა გია გელაშვილმა.
აფაქიძის 13 მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო. საქმე აღძრულია სსკ 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამშენებლო უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.