მასშტაბური ანტიკორუფციული ოპერაცია უკრაინაში. უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა პროკურატურის ორი მაღალჩინოსანი დააკავეს. საგამოძიებო სამმართველოს უფროსის მოადგილესა და კიევის პროკურორის მოადგილეს ბრალად 3 მილიონი გრივენის ოდენობის ქრთამის აღება ედებათ. ერთ-ერთი მათგანს ჩხრეკისას საიუველირო ნაკეთობები და კალაშნიკოვის სისტემის ავტომატური იარაღიც აღმოაჩნდა. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 12 წლიანი პატიმრობა ელით.