მორიგი ტერორისტული აქტი ნიგერიაში. თვითმკვლელმა ტერორისტმა თავი ევანგელისტურ ეკლესიაში აიფეთქა. ტერაქტს 15 ადამიანი ემსხვერპლა, ათობით კი დაშავდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან. ადგილობრივი ხელისუფლება მომხდარზე პასუხისმგებლობას ბოკო ჰარამის ტერორისტულ დაჯგუფებას აკისრებს.