თბილისის საკრებულოს წევრებმა დღევანდელ სხდომაზე თბილისის სამი ქუჩისათვის სახელების შეცვლის საკითხი დაამტკიცეს.
ძველი თბილისის რაიონში ფასანაურის ქუჩას სოფიკო ჭიაურელის სახელი დაერქმევა.
ვაკე-საბურთალოს რაიონში, ვლადიმერ ჯიქიას ქუჩას ანა პოლიტკოვსკაიას სახელი დაერქმევა.
ასევე ოლგა კონსკაიას სახელი დაერქმევა გლდანი-ნაძალადევიუს რაიონში, ნოვოროსიისკის ქუჩას.
"ფასანაურის ქუჩას მიენიჭება დიდი ქალბატონის _ სოფიკო ჭიაურელის სახელი, ასევე ჯიქიას და ნოვორისიისკის ქუჩებს შესაბამისად _ ანა პოლიტკოვსკაიას და ოლგა კონსკაიას სახელი დაერქმევა. ეს ადამიანები არიან ერებისა და ადამიანის უფლებების დამცველები, რომლების იბრძოდნენ იმპერიალიზმის წინააღმდეგ და ეს ადამიანები იმსახურებენ მოწიწებას და პატივისცემას", _ განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ ზაალ სამადაშვილმა.