სააგენტო Reuters საბერძნეთში ჩატარებული რეფერენდუმის ეგზიტპოლების შედეგებს აქვეყნებს, რომლის თანახმად, საბერძნეთის მოსახლეობის უმრავლესობამ საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნებზე უარი თქვა.
სააგენტოს ცნობით, კრედიტორთა მოთხოვნების წინააღმდეგი 49.5%-დან 54.5%-ია, კრედიტორების მოთხოვნებს მხარს უჭერს მოსახლეობის 45.5%-დან 50.5%-მდე. რეფერენდუმი დღეს 19.00 საათზე დასრულდა.
დღეს საბერძნეთში წყდება ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი - მიიღებს თუ არა კრედიტორების მოთხოვნას და გააგრძელებს ეკონომიას, თუ უარს იტყვის ევროკავშირის 3 ქვეყნის წინადადებაზე.
ოფიციალური შედეგების ნაწილი დღეს, დაახლოებით 1 საათში გამოქვეყნდება. მინისტრთა კაბინეტში სურთ, რომ მოსახლეობამ უარი თქვას კრედიტორების პირობებზე და პოლიტიკოსების ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ საბერძნეთი კრედიტორების პირობებს არ დათანხმდება, ამას ევროკავშირიდან საბერძნეთის გაძევება მოყვება.