საბერძნეთის პრეზიდენტის პროკოპის პავლოპულოსის განცხადებით, რეფერენდუმის შედეგების მიუხედაგვად, ორშაბათიდან რთულ გზას ყველა ერთად უნდა გაუყვეს. რეფერენდუმზე საკუთარი პოზიციის დაფიქსირების შემდეგ, მან მოსახლეობას მოუწოდა, ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში, ერთიანობა შეინარჩუნონ.
მისი თქმით, კვირას ყველა ერთად მიიღებს გადაწყვეტილებას, ორშაბათიდან კი რთულ გზას ყველა ერთად უნდა გაუყვეს. პრეზიდენტის განცხადებით, ასე აკეთებდნენ მათი წინაპრებიც რთულ პერიოდებში და ახლაც ასეთია მათი ვალი.
საბერძნეთში მიმდინარეობს რეფერენდუმი, რომლის შეკითხვაა: უნდა მიიღოს თუ არა საბერძნეთმა საერთაშორისო კრედიტორების მოთხოვნები და გააგრძელოს მკაცრი ეკონომია, თუ უარი თქვას მათ მოთხოვნებზე. რეფერენდუმის შედეგებს ექსპერტები ვერ წინასწარმეტყველებენ.