ესპანეთის პოლიციამ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად საქართველოს 32 მოქალაქე დააკავა. ესპანური მედიის ინფორმაციით, 30 პირის აყვანა მადრიდში, 2-ის კი ვალენსიაში მოხდა.
როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაჯუფების დაკავებული წევრები ჩართულნი იყვნენ ბინების გატეხვა-ძარცვაში.
არსებული ცნობით, დაკავებულებს შორის რამდენიმე ე.წ.კანონიერი ქურდია.
ესპანური მედია საქართველოს მოქალაქეების დაკავებას “ქართული მაფიის წინააღმდეგ” ჩატარებულ სპეცოპერაციას უწოდებს.