ტელეკომპანია „იმედის“ გადამღები ჯგუფი ათენში დემონსტრანტების დაშლის დროს დაშავდა. ამის შესახებ ინგა გრიგოლიამ „რეაქციის“ ეთერში განაცხადა. ჟურნალისტის ცნობით, აქტივისტების დარბევის დროს პოლიციის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიით ფეხი დაუზიანდა ოპერატორ ბექა მახალთიანს. სამართლდამცავებმა ასევე ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.
დაშავებულია ათობით ადამიანი. დაზარალებულები ათენის სხვადასხვა კლინიკებში გადაჰყავთ.