2009 წელს "პსპ-აფთიაქის" ქსელი 26 აფთიაქით გაიზარდა, მხოლოდ ბოლო კვირაში 3 ახალი აფთიაქი გაიხსნა მარნეულში, ონკოლოგიურ საავადმყოფოს ტერიტორიაზე და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია კაზრეთში, სადაც დღემდე არც ერთი სააფთიაქო ქსელის ობიექტი არ არსებობდა.
პსპ-აფთიაქის გახსნით დაბა მადნეულის მოსახლეობას საშუალება ეძლევა ისარგებლოს "პსპ-"-სთვის დამახასიათებელი პროფესიონალური მოსმახურებით, აირჩიოს მისთვის სასურველი მხოლოდ გარანტიტრებული ხარისხის პროდუქცია მნედიკამენტების, ჰიგიენისა და კოსმეტიკის ფართო ასორტიმენტიდან და ყველაფერი ეს ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, " PSP "-ს მიზანია - გავუადვილოს ადამიანებს ჯანმრთელობაზე ზრუნვა, "რისი დასტურიცაა დღეს უკვე 140 აფთიაქი საქართველოს მასშტაბით - დედაქალაქის ყველა უბანსა და საქართველოს სხვადასხვა რაიონულ ცენტრებში".
"ყველა ადამიანი იმსახურებს იყოს ჯანმრთელი და წარმატებული. PSP აფთიაქებში თქვენ მარტივად დარწმუნდებით, რომ სილამაზე და ჯანმრთელობა მარტივი და ხელმისაწვდომია", - აცხადებენ კომპანიაში.
კომპანიის ინფორმაციით, ყოველთვიურად "პსპ-აფთიაქი" 1 800 000 მომხმარებელს უზრუნველყოფს ყველაზე გარანტირებული ხარისხის უახლესი მედიკამენტებით, ბავშვთა კვებით და მოვლის საშუალებებით, ელექტრო მოწყობილობებით მთელი ოჯახისთვის.