უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მარტს პარიზში საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს შეხვდება. ამის შესახებ BFMTV იუწყება.
წყაროს ცნობით, ორი სახელმწიფოს მეთაურის შეხვედრა ელისეის სასახლეში გაიმართება.
„ორი ლიდერი განიხილავს არსებულ ვითარებას, საფრანგეთისა და ევროპის პარტნიორების მხარდაჭერას უკრაინის მიმართ და რუსეთზე ზეწოლის გაზრდის გზებს, კერძოდ, მისი „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ ბრძოლას“, - განაცხადეს ელისეს სასახლეში.
მხარეები ასევე განიხილავენ „სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის პირობებს“ და შეაჯამებენ „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით აღებულ ვალდებულებებს.