აშშ-ს პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს 2010 წლის საფინანსო წელს ქვეყნის თავდაცვის 680 მილიარდი აშშ დოლარით ასიგნების შესახებ.
დოკუმენტს, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის თავდაცვის საერთო პარამეტრებს, მხარი კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა.
რაც შეეხება შეიარაღებული ძალების განვითარების მიმართულებებს, აღნიშნულისთვის თანხის გამოყოფა დამატებითი კანონპროექტით იქნება განსაზღვრული.
"კანონპროექტი სრულყოფილი არ არის, თუმცა ეს არის პირველი ნაბიჯი" - განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა კანონპროექტის ხელმოწერისას.
პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი კანონი სრულად აკმაყოფილებს აშშ-ს ადმინისტრაციის საბიუჯეტო მოთხოვნას ერაყსა და ავღანეთში საფინანსო ოპერაციების წარმოებისთვის.