აშშ-ის შტატ ვაშინგტონში, სიცხისაგან გამოწვეულმა ხანძარმა ასობით სახლი გაანადგურა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, შტატში სიცხემ ივნისისთვის სარეკორდო მაჩვენებელს 43 გრადუსს მიაღწია. სიცხის გამო ვაშინგტონში ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება. ხანძარმა უკვე ასობით სახლი დაწვა. დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ამ დროისათვის არ ვრცელდება.