ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ბრალდებული ირაკლი ფირცხალავა საქმის პროკურორის ამირან გულუაშვილის აცილებას ითხოვს.
საქალაქო სასამართლოში, დღევანდელ სხდომაზე, ფირცხალვამ განაცხადა, რომ 2006-2007 წლებში, როცა კრიმინალურ დეპარტამენტს ხელმძღვანელობდა, გულუაშვილმა დაურეკა და ერთ-ერთ დაკავებული პირის გათავისუფლება სთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
პროკურორის თქმით, ფირცხალავას განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება.
პროცესზე, მოსამართლემ ბადრი კოჭლამაზაშვილმა ფირცხალავას იმ პირის დასახელება მოსთხოვა, რომლის გათავისუფლებასაც პროკურორი სთხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მისი ნათქვამის ნამდვილობა ეჭვქვეშ დადგებოდა.
ფირცხალავამ განაცხადა, რომ მის მიერ ნათქვამს მომდევნო სხდომებზე დოკუმენტურად დაადასტურებს.
საბოლოოდ მოსამართლემ პროკურორის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.