მასშტაბური ტერორისტული აქტი იემენში. ტერორისტთა სამიზნე ამჯერად ქვეყნის დედაქალაქი სანა გახდა. ასაფეთქებელი მოწყობილობა ადგილობრივ საავადმყოფოსთან ამოქმედდა. ტერაქტს 28 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა უმრავლესობ აქალები არიან. ტერაქტზე პასუხისმგებლობა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.