კანადამ რუსეთს სანქციები გაუმკაცრა.“შავ სიაში” რუსული ორგანიზაცია “ახალგზარდობის ევრაზიული კავშირი,” საინვესტიციო კომპანია “მარშალ კაპიტალ ფუნდი” და ბაიკერთა კლუბი “ღამის მგლები” მოხვდნენ. პრემიერ ჰარპერის განმარტებით, სანქციების გამკაცრება აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებას და რუსეთის მიერ მინსკის შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას უკავშირდება.