ილჰამ ალიევმა მეჰრიბან ალიევა გეიდარ ალიევის სახელობის ორდენით დააჯილდოვა. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრეს-სამსახური იტყობინება. პრესტიჟული ჯილდო აზერბაიჯანის ყოფილ პირველ ლედის ბაქოს ევროპული თამაშების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის გადაეცა. ცერემონიალს ასპარეზობაში მონაწილე აზერბაიჯანელი სპორტსმენებიც ესწრებოდნენ. ევროპის თამაშები 2015 ბაქოში 12-28 ივნისს ჩატარდა.