საქალაქო სასამართლოში კორტების სპეცოპარაციის საქმის განხილვა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაცვისა და ბრალდების მხარეები შესავალი სიტყვით უნდა წარსდგნენ. ტრიბუნა ჯერ ბრალდების მხარეს დაეთმობა. დაცვის მხარე სხდომის გადადებას მოითხოვს. აღნიშნულ საქმეზე ძალოვანი უწყების ყოფილ მარალჩინოსნებს, მათ შორის, ირაკლი ფირცხალავასა და კახა ნაკანს ედებათ ბრალი. დინამოს კორტებთან სპეცპერაცია 2006 წლის 2 მაისს ჩატარდა, რის შედეგადაც 2 ადამიანი, ზურა ვაზაგაშვილი და ალექანდრე ხუბულოვი დაიღუპა. სხდომა საქალაქო სასამართლოში 12 საათზე დაიწყება.