საბერძნეთის მოსახლეობის არჩევანი რეფერენდუმამდე 6 დღით ადრეც ცნობილია. საერთაშორისო კრედიტორთა მოთხოვნები ათენის ცენტრალურ მოედანზე ათასობით ადამიანმა გააპროტესტა. აქციის მონაწილეებმა საკუთარი პოზიცია დონორთა მოთხოვნებთან დაკავშირებით ღიად გამოხატეს და ხელისუფლობას პრინციპულობისკენ მოუწოდეს. უნდა დააკმაყოფილოს თუ არა კრედიტორთა მოთხოვნები ათენმა და უნდა გაატაროს თუ არა ხისტი ეკონომიკური რეფორმები, ამ კითხვას პასუხს საბერძნეთის მოსახლეობა 5 ივლისის რეფერენდუმზე გასცემს.