საბერძნეთი ფინანსური კოლაფსის მოლოდინშია. იმ შემთხვევაში, თუ ათენი დღის ბოლომდე საერთაშორისო სავალუტო ფონდს მილიარდნახევარ ევროს არ გადაუხდის, ქვეყანას გარდაუვალი დეფოლტი ელის. ფინანსურ დონორებთან ათენმა მოლაპარაკება ვერ შეძლო, რის შემდეგაც ქვეყნის მთავრობამ საყოველთაო რეფერენდუმის ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო. იმ შემთხვევაში, თუ საბერძნეთის მოსახლეობა 5 ივლისს ხმას კრედიტორთა მოთხოვნების შესრულების წინააღმდეგ მისცემს, საბერძნეთს სავარაუდოდ ევროზონასაც დაატოვებინებენ. როგორც საბერძნეთის პრემიერი ალექსის ციპრასი აცხადებს, ის მოსახლეობის არჩევანს პატივს სცემს და ხალხის ნების წინააღმდეგ ვერ წავა. ფიფანსთა მინისტრი იანის ვარუფაკისი კი ევროპის ცენტრალურ ბანკს საბერძნეთის საბანკო სისტემის მოშლის მცდელობაში ადანაშაულებს და დონორთა წინააღმდეგ სარჩელის შეტანას ევროპის სასამართლოში გეგმავს.