ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან-კლოდ იუნკერი საბერძნეთის მთავრობას ღალატში ადანაშაულებს. ,,ბი-ბი-სის” ინფორმაციით, იუნკერიმ განაცხადა, რომ საბერძნეთის მთავრობამ მოლაპარაკებების პროცესში, ეგოიზმი გამოავლინა. რომ მან ყველაფერი გააკეთა ათენთან შეთანხმების მისაღწევად, თუმცა, ბერძნულმა მხარემ წინადადებები არ მიიღო და შეთანხმების პროცესი მიზანმიმართულად გადადო.
ათენი საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმების მიღწევას ვერ ახერხებს, მას ფინანსური დახმარების ნაცვლად გარკვეული რეფორმების გატარებას სთხოვენ, რასაც საბერძნეთის მთავრობა არ თანხმდება. თუ ათენი რამენიმე დღეში ვერ შეძლებს შეთანხმების მიღწევას, მას დეფოლტი ემუქრება. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ქვეყნის პრემიერმა, ალექსის ციპრასმა საბერძნეთში 5 ივლისს რეფერენდუმი დანიშნა.
საბერძნეთში, ბანკებმა ერთი კვირით, მუშაობა შეწყვიტეს. მოსახლეობას ბანკომატებიდან დღეში მხოლოდ 60 ევროს გამოტანის უფლება აქვთ.