ყაზახეთის პრეზიდენტი და იტალიის პრემიერ-მინისტრი ლიფტში გაიჭედნენ. ამის შესახებ ყაზახური გამოცემა tengrinews.kz. со იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას ადგილი მილანის ბიზნეს-ფორუმზე ჰქონდა. იმისათვის, რომ ორი ქვეყნის ლიდერები ლიფტიდან გამოეყვანათ, მეხანძრეებს ნაჯახის გამოყენება მოუხდათ.