მოლდოვაში ადგილობრივი არჩევნები დასრულდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, არჩევნების მეორე ტურში ამომრჩეველთა აქტივობამ 45 პროცენტი შეადგინა. განსაკუთრებულ ინტერესს კიშინევში გამართული არჩევნები იწვევდა. დედაქალაქის მერის პოსტისთვის მოქმედი მერი დორინ კირტოაკე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზინაიდა გრეცანი იბრძოდნენ. წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ხმათა 51,49 პროცენტით მოქმედი მერი ლიდერობს.