ბორის ნემცოვის მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ბატალიონ „სევერის“ ყოფილი მებრძოლი ზაურ დადაევი წაყენებულ ბრალდებას უარყოფს. სასამართლო პროცესზე ეჭვმიტანილმა ალიბი წარმოადგინა. განსასჯელის თქმით, ის მკვლელობის მომენტში დანაშაულის ადგილზე არ იმყოფებოდა, რაც შესაძლოა რამდენიმე მოწმის ჩვენებით და მისი მობილური ტელეფონის ბილინგითაც დადასტურდეს. დადაევის მტკიცებით, აღიარებითი ჩვენებები მას წამებით მიაცემინეს.