თბილისის საქალაქო სასამართლოში იური ვაზაგაშვილის საქმის არსებითი განხილვა ხმაურით მიმდინარეობს.
,,ფულის გულისთვის რა კაცი მოკალი, შე არაკაცო! - ასე მიმართა იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს მოკლულის დამ, მანანა ვაზაგაშვილმა წინასასამართლო სხდომაზე.
სხდომაზე მხარეები მტკიცებულებების დაშვების საკითხზე მსჯელობენ.
ბრალდებულის ადვოკატის სოსო ჯოგლიძის თქმით, პროკურატურის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულება სადაოა. ადვოკატი რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლად ცნობას ითხოვს, მათ შორისაა, დნმ-ის ანალიზი.
პროკურორის განცხადებით კი, ექსპერტიზის დასკვნა კანონის სრული დაცვით არის მოპოვებული.
სოსანაშვილს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მუხლით აქვს წაყენებული.