ისრაელის ციხიდან პალესტინელ მსჯავრდებულს გაათავისუფლებენ, რომელმაც საკანში 55 დღე იშიმშილა. 37 წლის ჰადერ ადნანი გასული წლის ივლისში დააკავეს და ექსტრემისტებთან კავშირში დაადანაშაულეს, თუმცა ოფიციალური ბრალდება მისთვის დღემდე არ წაუყენებიათ. ადნანის გათავისუფლების თხოვნით ისრაელის ხელისუფლებას გაეროს გენერალურმა მდივანმაც მიმართა.