საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, მოსამართლეები დანაშაულებრივი სისტემის თანამომაწილენი იყვნენ და საჭიროა მათი ჩანაცვლება.
,,რაც შეეხებათ მოსამართლეებს, ისინიც, რა თქმა უნდა, დანაშაულებრივი სისტემის თანამომაწილენი იყვნენ და საჭიროა მათი ჩანაცვლება სხვა უფრო ჯანსაღი, გაუსვრელი, ახალი თაობის მოსამართლეებით! ჩვენ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ სასამართლო სისტემას ძალიან ფაქიზად მოვეპყარით, რადგან მართლმსაჯულების პოლიტიზება არ გვსურდა”, - განაცხადა ,,ასავალ-დასავალთან” საუბარში პრემიერ-მინისტრმა.