ერევანში საპროტესტო აქცია გრძელდება. მომიტინგეებმა ხელისუფლების მოწოდებაზე, დაშლილიყვნენ, უარი კიდევ ერთხელ თქვეს და ბაგრამიანის მოედანზე მთელი ღამე გაატარეს. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიცია დემონსტრანტთა წინააღმდეგ ძალის გამოყენებას აპირებდა, თუმცა სამართალდამცავებს აქცია არ დაურბევიათ. საპროტესტო ტალღა ერევანსა და სომხეთის დიდ ქალაქებში მას შემდეგ აგორდა, რაც ხელისუფლებამ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. ერთკვირიანი საპროტესტო გამოსვლების შემდეგ პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ დეეის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებულ ხარჯებს სახელმწიფო საკუთარ თავზე აიღებდა, თუმცა აქციის მონაწილეები დაშლას მაინც არ აპირებენ.