პანკისის ხეობაში ვითარების ადგილზე შესასწავლად მონიტორინგის ჯგუფი გაემგზავრა. მონიტორინგის ჯგუფში შედიან დიპლომატები, ქართული და უცხოური მედიის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და ექსპერტები.
მონიტორინგის ჯგუფის წევრები დუისში, ჯოყოლასა და ძიბახევში აპირებენ ჩასვლას. დაგეგმილია შეხვედრები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგერნლებთან და მოსახლეობასთან.
მონიტორინგის ჯგუფის მიერ მიღებული ინფორმაცია საერთაშორისო ორგანიზაციებს გადაეცემა.
"მოვემგზავრებით პანკისის ხეობაში ქართული და უცხოურ ჟურნალისტებთან და დიპლომატებთან ერთად. დავათვალიერებთ ადგილს, გავესაუბრებით ადგილობრივ ხელისუფლებას და მოსახლეობას, შევისწავლით ვითარებას და გავაცნობთ საერთაშორისო ორგანიზაციებს, იმისათვის, რომ რუსული დეზინფორმაცია ჩავანაცვლოთ ქართული სამართლიანი ინფორმაციით", _ განაცხადა "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერმა, გიორგი თარგამაძემ.