სამხრეთ კორეაში ფატალური ვირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა მატულობს. ბოლო მონაცემებით, ვირუს „მერსით“ ინფიცირებულთა რიცხვმა 179-ს მიაღწია. ბოლო 24 საათის განმავლობაში ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებულთა შორის სეულელი მედდაცაა. ვირუსმა სამხრეთ კორეაში 27 ადამიანი იმსხვერპლა.