აშშ მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულება და მხარი დაუჭიროს საქართველოში ეუთოს მისიის ყოფნას. ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოლიტიკის მოსმენისას განაცხადა.
"ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადებულებები და ეუთის სხვა წევრების მსგავსად მხარი დაუჭიროს მისიის ყოფნას საქართველოში", - განაცხადა ფილიპ გორდინმა.
ამავე მოსმენაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილემ ალექსანდ ვერშბოუმ აღნიშნა, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება დამოკიდებულია თავად ამ ორი ქვეყნის მიერ გატარებული პოლიტიკური და თავდაცვის რეფორმების ტემპებზე.