უნგრეთი სერბეთის საზღვარზე დამცავი კედლის აშენებას აპირებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ განაცხადა. მისივე თქმით, 175 კილომეტრიანი კედლის მშენებლობა უნგრეთში არალეგალ ემიგრანტთა შედინებას შეაჩერებს. ბუდაპეშტის გეგმები უკვე გააპროტესტა სერბულმა მხარემ. სერბეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში გამყოფ კედლებს აღარავინ აშენებს.