თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძე პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ პირველ კომენტარს აკეთებს. როგორც მან „2030“-ის ეთერში განაცხადა, გამოძიებას კითხვები ჰქონდა ვეფხვის დღევანდელ მსხვერპლთან დაკავშირებით.
„გამოძიებას მივაწოდე ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა დღეს: ვეფხვი, რომელიც გვეგონა მოკლული, ცოცხალი აღმოჩნდა. როგორც ჩანს, ერთი და იმავე ვეფხვის შესახებ ინფორმაცია მე ორჯერ მივიღე. ძალიან სტრესულ მდგომარეობაში მიდის მუშაობა და ვეფხვების საერთო რაოდენობაში მოხდა არეულობა. ყველა ვეფხვი იმდენად ლაფში არის ამოსვრილი, რომ მათი ფერის იდენტიფიკაცია გარეცხვის გარეშე შეუძლებელია“, - განაცხადა გურიელიძემ.
ამასთანავე ზოოპარკის დირექტორმა აღნიშნა, რომ შესაძლოა მას განმეორებით მოუწიოს პროკურატურაში მისვლა.