მთავარმა პროკურატურამ ლაგუნა ვერესთან მომხდარ ფაქტზე გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობის მუხლით დაიწყო.ამის შესახებ, მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
,,ტარდება პირველადი გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები. რა თქმა უნდა, ფაქტი იქნება შესწავლილი, სისხლის სამართლის დანაშული იქნება გამოძიებული, დაწყებულია გამოძიება სამსახურებრივ გულგრილობის ფაქტზე, შესაბამისად, ყველა გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ ობიექტურად ვისაუბროთ ვისი მიზეზობრივი თუ არამიზეზობრივი კავშირით მოხდა ეს დანაშაული, ეს უბედური შემთხვევა," - განაცხადა მთავარმა პროკურორმა.