პრემიერმა მთავარი პროკურორს ვეფხვის ადამიანზე თავდასხმის ფაქტის გამოძიება დაავალა. ამის შესახებ მან საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე და თბილისის მერი დავით ნარმანია ესწრებოდნენ.
საგანგებო სხდომას მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილიც ესწრებოდა, რომელსაც პრემიერმა სთხოვა, აღნიშნული საქმის ძიება დაიწყოს.
„მინდა გთხოვოთ, რომ დაიწყოთ ამ საქმის ძიება და თქვენ მოახდინეთ ამ ყველაფრის სამართლებრივი შეფასება. მინდა დადგინდეს ობიექტური სიმართლე, რათა ნებისმიერი სპეკულაცია და შეკითხვა გამოირიცხოს“, - მიმართა მთავრობის მეთაურმა მთავარ პროკურორს.