აიუფ ბორჩაშვილსა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 3 პირს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაკავებულს ბორჩაშვილს ისლამურ სახელმწიფოსთან დანაშაულებრივ კავშირს ედავებიან. თუმცა ის ბრალს არ აღიარებს.
დაკავებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.