დღეს, 29 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ცნობილ ქართველ მეცნიერსა და საზოგადო მოღვაწეს, აფხაზეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს, შოთა გოგოხიას საბურთალოს საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.
შოთა გოგოხია 1920 წლის 26 სექტემბერს დაიბადა. 1950-1973 წლებში იყო აფხაზეთის ჯანმრთელობის მინისტრი. 1973-1974 წლებში შოთა გოგოხია აფხაზეთის ჯანმრთელობის სამინისტროს უწყებებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა და მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდა.
ის ლოს-ანჟელესის (აშშ) უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი და ნატურალური მედიცინის საერთაშორისო ასოციაციის საპატიო წევრი იყო. 2004 წლიდან კი აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიას ხელმძღვანელობდა.
შოთა გოგოხიას საბურთალოს "ამაღლების" ეკლესიიდან გამოასვენებენ.
დაკრძალვასთან დაკავშირებულ ხარჯებს აფხაზეთის მთავრობა გაიღებს.