დღეს, 29 ოქტომბერს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივ კორპუსში მწერალი ოტია იოსელიანი სტუდენტებთან შეხვედრას გამართავს. აღნიშნული ღონისძიება სახელმწიფო უნვერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით ტარდება.
შეხვედრას ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრებიან.