ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მადრიდსა და პარიზში დაგეგმილი ვიზიტები გადადო. ამის მიზეზი ფრანგულ ალპებში მიღებული ტრავმა გახდა. ჯონ ქერიმ ველოსიპედით სეირნობისას გადმოვარდა და თეძო დაიზიანა. ამჟამად 71 წლის დიპლომატი ჟენევის საავადმყოფოში იმყოფება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.