საუდის არაბეთის აღმოსავლეთით, ეშ-შარკიას პროვონციაში ძლიერი აფეთქება მოხდა. ,,როიტერის” ცნობით, ტერორისტების სამიზნე ქალაქ ედ-დამანში მდებარე შიიტური მეჩეთი იყო.
უცნობმა პირებმა შენობის სიახლოვეს ავტომობილი ააფეთქეს, რომელიშიც მოწყობილობა ჰქონდათ ჩამონტაჟებული. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ, ე. წ. ,,ისლამური სახელმწიფოს” ტერორისტულმა დაჯგუფებებმა მსგავსი ტერაქტი ამავე რაიონის სოფელ ელ-კადიჰში მოაწყვეს.
საუდის არაბეთის პროვინცია ეშ-შარკიაში, ქვეყნის სხვა ლეგიონებისგან განსხვავებით, უმეტესად შიიტი მუსულმანები ცხოვრობენ.
ამის გამო, რელიგიურ ნიადაგზე, საგანგებო ვითარებები ხშირად იქმნება.