ბოლო 20 წლის განმავლობაში კორუფციული გარიგებების ხარჯზე ფიფას მაღალჩინოსნებმა 10 მილიარდ დოლარამდე მიითვისეს. ამის შესახებ აშშ იუსტიციის სამნისტრო იტყობინება, რომლის მოთხოვნითაც შვეიცარიის პოლიციამ კორუფციაში ეჭვმიტანილი ფიფას მესვეურები დააკავა. აშშ გენერალური პროკურორის, ლორეტა ლინჩის განცხადებით, დაკავებულებს ბრალდებას 47 მუხლით წაუყენებენ. ჯერჯერობით არ დასტურდება სკანდალურ გარიგებებში ფიფას პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის მონაწილეობა.