უეფა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნების გადავადების ინიციატივით გამოდის. ამის შესახებ ევროპის საფეხბურთო ასოციაციის გენერალურმა მდივანმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა. მისივე თქმით, ხმაურიანი კორუფციული სკანდალის ფონზე არჩევნების გადატანა ერთადერთი სწორი ნაბიჯი იქნება. ფიფას რამდენიმე მაღალჩინოსანი ამერიკული მხარის მოთხოვნით გუშინ შვეიცარიის პოლიციამ დააპატიმრა. მათ ბრალად ფულის უკანონო გათეთრებას, თაღლითობას, რეკეტსა და მექრთამეობას უყენებენ.