ხმაურიანი სკანდალის მიუხედავად, ფიფა რუსეთში 2018 წელს მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარების გადაწყვეტილებას არ შეცვლის. ამის შესახებ სააგენტო „ტასს“ საფეხბურთო ექსპერტმა ნიკოლაი იარომენკომ განუცხადა. კიდევ ერთი კორუფციული სკანდალის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც შვეიცარიის პოლიციამ თაღლითობის, ფულის უკანონო გათეთრებისა და გამოძალვის ბრალდებით „ფიფას“ რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის, 2 ვიცე-პრეზიდენტი და აღმასრულებელი კომიტეტის წევრები დააპატიმრა. მათ ბრალად ქრთამის სახით 150 მილიონი დოლარის აღება ედებათ. ბრალდების მხარის მტკიცებით, ჩინოვკინებმა ქრთამი 2018 და 2022 წლის ჩემპიონატის მასპინძელი ქვეყნებისგანაც აიღეს.