შვეიცარიაში ფიფას 6 მაღალჩინოსანი დააპატიმრეს. მათ ბრალად ფულის უკანონო გათეთრება, თაღლითობა და და გამომძალველობა ედებათ. საქმე აღიძრა 2018 და 2022 წლების მსოფლიო ჩემპიონატების მასპინძელი ქვეყნების არჩევასთან დაკავშირებითაც, რაც ბრალდების მხარის მტკიცებით, კორუფციული გარიგებით მოხდა. დაკავებულთა ექსტრადიცია სავარაუდოდ შეერთბულ შტატებში განხორციელდება. ხმაურიანი დაკავებები ფიფას პრეზიდენტის არჩევნებამდე 2 დღით ადრე განხორციელდა. ახალი პრეზიდენტის ვინაობა ცნობილი 29 მაისს გახდება.