ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის თქმით, საქართველოში ჩატარდება ერთ-ერთი საუკეთესო ოლიმპიური ფესტივალი. ამის შესახებ მინისტრმა გადაცემა „2030“ განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა მოსამზადებელი სამუშაო უკვე შესრულდა.
„მთავრობა არის სრულიად მობილიზებული. შესრულდა უამრავი სამუშაო. ოლიმპიური ცენრალური კომიტეტის შეფასებით, ჩვენ 2 კვირის წინსწრებით გვაქვს შესრულებული ყველა სამუშაო: მზად არის სპორტული კომპლექსები და საცხოვრებელი სოფელი. ჩვენ წელგამართული შევხვდებით სტუმრებს. სავარაუდოდ, ჩვენ გვექნება ერთ-ერთი საუკეთესო ფესტივალი, რაც კი გამართულა“, - აღნიშნა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ ოლიმპიური ცეცხლი ბათუმში ჩაიტანეს. ოლიმპიური ცეცხლი, რომელიც ევროპის ახალგაზრდული მე-13 ოლიმპიური ფესტივალის თბილისი 2015-ის სიმბოლო გახდება, დღეს საზეიმოდ საბერძნეთის უძველეს ქალაქ ათენში აანთეს.