ია ია ტურე მანჩესტერ სიტიში დარჩება. ამის შესახებ სპორტული გამოცემა Sky Sports იტყობინება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ტურე მანჩესტერულ კლუბს მომავალი სეზონიდან დაემშვიდობებოდა. 31 წლის ნახევარმცველისადმი ინტერესს პარი სენ-ჟერმენი და ინტერი იჩენდნენ. მიმდინარე სეზონში ია ია ტურემ 38 შეხვედრაში 12 გოლი გაიტანა.